თბილისის ცენტრში მდებარე სუვენირების და ხელნაკეთი ნივთების მაღაზიას ესაჭიროება კომუნიკაბელური და პასუხისმგებლიანი გამყიდველ-კონსულტანტი.

ვალდებულებები:

მომხმარებლების მოზიდვა და მათი საჭიროებების გამოვლენა. პროდუქტის არჩევაში დახმარება, ალტერნატიული ვარიანტებისა და დამატებითი პროდუქციის შეთავაზება, წინააღმდეგობებთან მუშაობა, გაყიდვა. გაყიდვების გაფორმება და სალაროსთან მუშაობა. მონაცემების შეყვანა აღრიცხვის სისტემებში. გამოცდილების გაზიარება კოლეგებთან. სავაჭრო დარბაზში წესრიგის შენარჩუნება. საქონლის მიღებაში, განთავსებაში და ინვენტარიზაციაში მონაწილეობა.

მოთხოვნები:

ქართული, ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა. კლავიატურაზე ტექსტის აკრეფის სიჩქარე არ უნდა იყოს საშუალოზე დაბალი. საცალო ვაჭრობის გამოცდილება (სასურველია სუვენირები, საჩუქრები, ხელნაკეთი ნივთები). სასურველია დამატებითი უცხო ენების (მაგალითად, სომხური, თურქული, არაბული, ჩინური, ევროპული ენები) ცოდნა. უპირატესობად ჩაითვლება სამუშაოს დაუყოვნებლივ დაწყების მზაობა.

პირობები:

მუშაობა ქალაქის ცენტრში. სამუშაო გრაფიკი მორიგეობით 2/2. სტაბილური ანაზღაურება (600 ლარიდან) + გაყიდვების პროცენტი (900 ლარიდან გაყიდვების გეგმის შესრულების შემთხვევაში).

ტელ: 557610654